გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“
სწავლების საფეხური მე–6
მოსწავლეთა პროფილი კლასში 15 მოსწავლეა. სსსმ არ არის არც ერთი.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის, ,,იავნანამ რა ჰქმნას?!“, ტექსტი. ამ გაკვეთილზე ისინი გაიხსენებენ ფაქტობრივ ინფორმაციას მოთხრობიდან, ტექსტში გამოყენებული ლექსიკისა და ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობებს, პერსონაჟთა თვისებებს, გაიაზრებენ მოთხრობაში ნახსენები ტოპონიმების ადგილმდებარეობას, რუკაზე განლაგებას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები გაიხსენებენ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნას?!“.შეძლებენ მოისმინონ მხატვრული ტექსტი და განარჩიონ მასში ფაქტები და დამოკიდებულებები (შეფასებები);მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად სვამენ კითხვებს; გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად / უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა / აღმაშფოთა და სხვა); წარმოაჩენენ ნაწარმოების პერსონაჟს სხვადასხვა კუთხით (მიუთითებენ მის როგორც დადებით, ასევე უარყოფით თვისებებზე).
განუმტკიცდებათ პოზიტიური დამოკიდებულება მშობლიური გარემოს მიმართ, გაუჩნდებათ ემპათიის განცდა;
წინასწარი ცოდნა
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის, ,,იავნანამ რა ჰქმნას?!“,შინაარსი
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს შევაფასებ საკლასო მუშაობის კომპონენტში წინასწარ შემუშავებული რუბრიკით.
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება ზეპირი მსჯელობა, თამაშის შედეგები;
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო(ვ. როდონაია და სხვები),15 კომპიუტერი, კომპიუტერული თამაში ,,იავნანამ რა ჰქმნა?“
გაკვეთილის მსვლელობა 1)მოსწავლეებს საშინაო დავალებად მიცემული იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის ,, იავნანამ რა ჰქმნას?“ გამეორება. კლასში კითხვა-პასუხის საშუალებით გავიხსენებთ მოთხრობის შინაარსს, გაიმართება მსჯელობა ამ მოთხრობის თემისა და იდეის, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების, მწერლის ენის შესახებ.(15წთ.)
2)მოსწავლეთა ინტერესის გამოსაწვევად გამოვიყენებ ელექტრონულ თამაშს ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“(15წთ.)
3) შევაფასებ მოსწავლეებს თამაშის შედეგებისა და გაკვეთილში ჩართულობის მიხედვით(5წთ.)
4) მოსწავლეებს მივცემ საშინაო დავალებას დასაწერად: ,,მშობლიურის ძალა“. ამ დავალების შესასრულებლად მოსწავლეების დახმარებით შევადგენთ გეგმას.(10წთ.)